GE Forbidden Items - gzavnili
ქართული
ტელეფონი: +995 32 247 0022
ორშ-პარ 11:00-19:00 შაბ-კვირა 11:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა 10:00-17:00
ტელეფონი: +1 718 676 0022
ორშ-პარ 9:00-19:00 შაბ-კვირა დაკეტილია
თბილისი
ღიაა ახლა
ახლა დაკეტილია
  • თბილისი
  • ნიუ იორკი
  • დელავერი

აკრძალული ნივთები

აშშ-ს საექსპორტო კანონმდებლობის გათვალისწინებით შეზღუდულია ნებისმიერი სახის ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილის და/ან აქსესუარის, ოპტიკური ლაზერული სამიზნეების, ოპტიკური ბინოკლისა და საბრძოლო დანიშნულების მასალის ტრანსპორტირება. (აღნიშნული სახის პროდუქცია ნადგურდება საწყობში მიღებისთანავე ან გადაეცემა სპეციალურ სამსახურს). ამანათები არ გადაიგზავნება სხვა მისამართზე და არ მოხდება მათი გამყიდველთან გაბრუნება ტრანსპორტირებისთვის. აკრძალული ნივთების სიაში შედის:

1. ცეცხლსასროლი იარაღი

2. პნევმატური იარაღი (გარდა 4.5მმ კალიბრისა ბალონების გარეშე)

3. ძვირფასი ქვები, ოქრო, ვერცხლი, ან სხვა ღირებული მასალისგან დამზადებული საუველირო ნაწარმი

4. არბალეტი/მშვილდ-ისარი

5. ოპტიკური ლაზერული სამიზნე

6. ოპტიკური სამიზნე საბრძოლო დანიშნულების,

7. ფეთქებადი მასალა

8. შხამ-ქიმიკატები

9. სპრეი ან რაიმე სახის დატუმბული ბალონი

10. ნარკოტიკული ნივთიერებები (ასევე ე.წ. ბიო არომატიზატორები)

11. ფსიქოტროპული საშუალებები

12. ფული

13. ჟურნალები და კატალოგები

14. ნებისმიერი სახის არომატიზატორი

15. პორნოგრაფიული სახის პროდუქცია

16. რძის, ხორცის, თევის პროდუქტები

17. ცხოველები და ფრინველები ან მათი ფიტულები

18. ნებისმიერი სახის მცენარის თესლი, ან მცენარე, ნერგი და ხე

19. აალებადი და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების ან სითხის შემცველი პროდუქცია

20. სპირტი

21. ავტომობილის/მოტოს ზეთი და დატუმბული ბალონები/სპრეი

22. ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშები

23. ავტომობილის/მოტოს ან სხვა მექანიზმის ამორტიზატორები

24. ავტომობილის/მოტოს ან სხვა მექანიზმის აკუმულატორი

25. საღებავები

ჩვენი კომპანიის სპეციალისტებთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძინოთ სითხისა და ზეთის შემცველი დანადგარები. დაშვებულია: (სხვა ჩვეულებრივ ნაწარმთან ერთად) - მცირე რაოდენობით საკვები პროდუქტის, 4 ლიტრამდე ალკოჰოლური სასმელის, 10 კოლოფამდე არაფსიქოტროპული, ურეცეპტო მედიკამენტისა და 250 გრამამდე თამბაქოს ნაწარმის შეძენა. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აკრძალვებს, ვინაიდან ამანათის უკან დაბრუნება ან გადამისამართება ვერ ხერხდება. დეტალებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ მხარდაჭერის გუნდს.