გსურთ ყველაზე ხელმისაწვდომი, სწრაფი და საიმედო სატვირთო გადაზიდვა?
გნებავთ გაგზავნოთ ამერიკიდან საქართველოში კომერციული ტვირთი?
გზავნილი გთავაზობთ:
გზავნილის სატვირთო სერვისი განკუთვნილია კერძო პირებისთვის ან ორგანიზაციებისთვის დიდი ზომის ან წონის ტვირთის გადასაზიდად. 400-500 კგ-ზე ნაკლები ტვირთისთვის უმჯობესია აირჩიოთ რეგულარული სერვისი. ამ სერვისის გამოყენება შეგიძლიათ ამერიკის ნებისმიერი შტატიდან საქართველოში.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლის თანხის დაზოგვას. გაითვალისწინეთ რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ეკონომიის გაკეთებაში. გადაზიდვის ღირებულება შედგება ეტაპობრივი ხარჯებისგან, რომელთა ნაწილობრივი თავიდან არიდება საკმაოდ ამცირებს ჯამურ ღირებულებას. გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ გადაზიდვის ღირებულების შემცირებაში:
იმ შემთხვევაში თუ ამერიკის ტერიტორიაზე გადაზიდვა უფასო არაა გამყიდველს თხოვეთ ფასში შეიყვანოს ჩვენს საწყობამდე ან აეროპორტამდე მიტანის თანხა. მწარმოებელს ან დიდ მაღაზიას ყოველთვის უკეთესი ფასი აქვს სახმელეთო გზავნილების სიხშირის გამო.
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია სახიფათო ტვირთების გაგზავნისას. საქონლის შეძენამდე აუცილებლად მოითხოვეთ DG (Deingerous Goods Declaration) დეკლარაცია. ამის გარეშე ხარჯი გაგეზრდებათ.
სწორად შეფუთული ტვირთი ზოგავს თქვენ თანხებს. ყოველთვის მოთხოვეთ გამყიდველს გამოიყენოს მცირე ზომის პალეტი და საქონელი უნდა იყოს შეფუთული რაც შეიძლება მჭიდროდ.
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ტვირთი გაგზავნოთ თქვენთვის სასურველი გადაზიდვის სისწრაფით. ჩვენ ვართ ღია 7 დღე კვირაში, რაც ნიშნავს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აირჩიოთ და შეგვიკვეთოთ გადაზიდვა.
ყველასთან შეიძლება მოლაპარაკება - თუნდაც ჩვენი ისედაც დაბალი ფასი შესაძლებელია შეიცვალოს, ისევე როგორც შესაძლებელია ავიაკომპანიასთან მოლაპარაკება თუ დიდი რაოდენობით ტვირთი გაქვთ გადასაზიდი.
რეგულარული გზავნილი 200 კგ ღირს 1050$ - ამ ფასში შედის: ავიაგადამზიდის ტარიფი (+1000 კგ-სთვის), უფასო ყუთები, სკოჩი, პალეტის წონა 20 კგ, აეროპორტამდე მიტანა, აეროპორტის მოსაკრებლები, ხელფასი, აეროპორტიდან წამოღება და დოკუმენტაციის მომზადება.
სატვირთო გზავნილი 200 კგ ღირს 700$ (3.5$ კგ ტარიფი 500 კგ-ზე ნაკლები ტვირთისთვის), შესაფუთი მასალა 50$, პალეტის წონის გადასახადი 70$, აეროპორტში მიტანა და წამოღება 150$, მძღოლის ხელფასი 100$, დოკუმენტაციის მომზადება 50$, აეროპორტის მოსაკრებლები 70$ - ჯამში 1190$.
ჩვენი გამოცდილებით 400-500 კგზე ნაკლები წონა ამ ტიპის სერვისის თვის არ არის მომგებიანი, რეგულარულის გამოყენება ჯობს.
შესაძლებელია კითხვის პასუხი, რომელიც ახლა დაგებადათ უკვე გვაქვს ჩვენს პასუხების გვერდზე, მაგრამ თუ ვერ იპოვეთ დაგვიკავშირდით: